ჩეხეთის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა მთავრობის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო და პრემიერს, ანდრეი ბაბიშს ახალი მთავრობის ფორმირების უფლება მისცა.
„ვიმედოვნებ, მოახერხებთ ისეთი მთავრობის ფორმირებას, რომელსაც პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს“, – ასე მიმართა პრეზიდენტმა პრემიერს.
მილოშ ზემანმა გუშინ განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში ბაბიშს ისევ პრემიერად დანიშნავს.
მილოშ ზემანს საპრეზიდენტო მანდატი 8 მარტს ეწურება. მანამდე ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია დაგეგმილი, რომელიც 26-27 იანვარს უნდა გაიმართოს.