ჩეხეთის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა

15:56, 24.01.2018

ჩეხეთის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა მთავრობის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო და პრემიერს, ანდრეი ბაბიშს ახალი მთავრობის ფორმირების უფლება მისცა.

„ვიმედოვნებ, მოახერხებთ ისეთი მთავრობის ფორმირებას, რომელსაც პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს“, – ასე მიმართა პრეზიდენტმა პრემიერს.

მილოშ ზემანმა გუშინ განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში ბაბიშს ისევ პრემიერად დანიშნავს.

მილოშ ზემანს საპრეზიდენტო მანდატი 8 მარტს ეწურება. მანამდე ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია დაგეგმილი, რომელიც 26-27 იანვარს უნდა გაიმართოს.

მსგავსი