ჩეხეთის პრეზიდენტი – ევროპა უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე თავის მოთხოვნებს მკაფიოდ თუ არ დააფიქსირებს, შესაძლოა, რუსეთი, აშშ და ჩინეთი ჩვენზე ჩვენ გარეშე შეთანხმდნენ
ევროპა უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე თავის მოთხოვნებს მკაფიოდ თუ არ დააფიქსირებს, შესაძლოა, რუსეთი, აშშ და ჩინეთი ჩვენზე ჩვენ გარეშე შეთანხმდნენ, — ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.
პაველის თქმით, ახლა მოლაპარაკებებში ჩართვის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ის შეიძლება დაიხუროს, თუ ევროპა სრულად ერთიანი პოზიციის შემუშავებას დაელოდება.
„სრულად ვეთანხმებით, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ჩვენს ინტერესებშია“, — განაცხადა პაველმა.
ჩეხეთის პრეზიდენტის განმარტებით, ვლადიმერ პუტინთან ფინეთის პრეზიდენტისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის საუბრის შემდეგ გამოჩნდა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის ღიაა.
„ეს უნდა გამოვიყენოთ, ვიყოთ რაც შეიძლება რაციონალურები, მაგრამ ამავე დროს ძალიან კარგად მომზადებულები“, — აღნიშნავს ჩეხეთის პრეზიდენტი.