ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინელი სამხედროებისთვის გასაგზავნ ტანკზე წარწერა გააკეთა
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ უკრაინელი სამხედროებისთვის გასაგზავნ ტანკ Т-72-ს უკრაინელი სამხედროებისთვის გზავნილი დააწერა. ამის შესახებ პეტრ ფიალამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„უკრაინის მამაც დამცველებს“, – დააწერა ჩეხეთის ლიდერმა ტანკს, რომელიც უკრაინაში გაიგზავნება.
„დავწერე მოკლე სურვილი მამაცი უკრაინელი დამცველებისთვის ტანკ Т-72-ზე, რომელიც გაიგზავნება უკრაინაში. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები გაიმარჯვებენ რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – წერს ფიალა „ტვიტერში“.