ჩეხეთის მიერ 18 რუსი დიპლომატის გაძევების გამო მოსკოვი პროტესტს გამოთქვამს და საპასუხო ზომების მიღებას გეგმავს
ჩეხეთის მიერ 18 რუსი დიპლომატის გაძევების გამო მოსკოვი პროტესტს გამოთქვამს და საპასუხო ზომების მიღებას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„ჩვენ მივიღებთ საპასუხო ზომებს, რომლითაც ამ პროვოკაციის ავტორები გააცნობიერებენ თავიანთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალური განვითარების საფუძვლების განადგურებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
მოსკოვში ამბობენ, რომ ჩეხეთის საბრძოლო მასალების საწყობებში მომხდარ აფეთქებებთან რუსების დაკავშირება აბსურდულად ჟღერს.
„ჩეხეთის ხელისუფლებამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომლის გაძევების შესახებ უსაფუძვლო საბაბით, რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობის შესახებ 2014 წლის სოფელ ვრბეტიცის სამხედრო საწყობებში მომხდარ აფეთქებაში. ეს კიდევ უფრო აბსურდულია, რადგან ადრე ჩეხეთის ხელისუფლებამ აფეთქებებში ამ საწყობების მფლობელი კომპანიები დაადანაშაულა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მოსკოვში ასევე აცხადებენ, რომ აფეთქებებთან რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩეხეთის მთავრობის განცხადებებში აშშ-ის კვლას ხედავენ.