ჩეხეთის ელჩი - ძალადობა მიუღებელია საზოგადოებისთვის, მკაცრად ვგმობთ ამ ფაქტს და ვიმედოვნებ, ბატონი ჯაფარიძე კარგად იქნება
ჩეხეთის ელჩი - ძალადობა მიუღებელია საზოგადოებისთვის, მკაცრად ვგმობთ ამ ფაქტს და ვიმედოვნებ, ბატონი ჯაფარიძე კარგად იქნება

ძალადობა მიუღებელია საზოგადოებისთვის, მკაცრად ვგმობთ ამ ფაქტს, ვიმედოვნებ, ბატონი ჯაფარიძე კარგად იქნება, – ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩმა, პეტრ მიკისკამ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რომელიც გორში „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერისთვის, ზურაბ ჯაფარიძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ეხებოდა.

„ცხადია, თვალყურს ვადევნებთ მოვლენებს და ეს ნამდვილად საშინელი განვითარებაა. ძალადობა მიუღებელია საზოგადოებისთვის, კიდევ უფრო ნაკლებად მისაღებია პოლიტიკოსებზე, აქტივისტებზე, ახალგაზრდებზე ძალადობა. მკაცრად ვგმობთ ამ ფაქტს და ვიმედოვნებ, ბატონი ჯაფარიძე კარგად იქნება“, – აღნიშნა ელჩმა.

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ინფორმაციით, ზურა ჯაფარიძეს დღეს გორში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათივე ცნობით, ჯაფარიძეს თავს დაესხა უცნობი მამაკაცი, რომელმაც მას თვალის არეში დაზიანება მიაყენა.