Check in Georgia-ს ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი საქართველოს რეგიონებში კონცერტებს გამართავს
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ კონცერტებს საქართველოს რეგიონებში გამართავს.
პროექტი გულისხმობს კონცერტების ჩატარებას საქართველოს ხუთ სხვადასხვა რეგიონის შვიდ ქალაქში.
თელავში, დუშეთში, რუსთავში, ზუგდიდსა და სტეფანწმინდაში გამართულ საღამოებში „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სამუსიკო სკოლების წარჩინებული მოსწავლეები. მცხეთაში კი პირველად შესრულდება ბაროკოს ეპოქის მუსიკა.
პროგრამის მოსამზადებლად ორკესტრთან იმუშავებს და კონცერტში მონაწილეობას მიიღებს გამოჩენილი გერმანელი მევიოლინე და დირიჟორი კრისტოფ მაიერი.
პროექტი Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.