ჩარლზ III ბრიტანეთის მეფედ ოფიციალურად გამოცხადდა
ჩარლზ III ბრიტანეთის მეფედ ოფიციალურად გამოცხადდა

ბრიტანეთის მეფედ ჩარლზ III ოფიციალურად გამოცხადდა.

აღნიშნული შესახებ წმინდა ჯეიმსის სასახლის აივნიდან ამცნეს საზოგადოებას.

„ღმერთო, დაიფარე მეფე“, – გაჟღერდა სასახლის აივნიდან. მანამდე წმინდა ჯეიმსის სასახლეში სამეფო ტახტის მემკვიდრის საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც გაერთიანებული სამეფოს მონარქად ჩარლზის არჩევის გადაწყვეტილება მიიღეს.

ახალი მეფის გამოცხადების შემდეგ, წმინდა ჯეიმსის სასახლის ეზოში ბრიტანეთის ჰიმნი შესრულდა, რის შემდეგაც ახალი მონარქის არჩევასთან დაკავშირებით ქვემეხებიდან გაისროლეს.