ჩაქვში საზღვაო-სამაშველო განყოფილების მაშველმა არჩილ ღომიძემ ორი არასრულწლოვანი, 16 და 17 წლის ბიჭები ზღვიდან გამოიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არასრულწლოვნები ზღვაში ნაპირიდან 150-მეტრის მოშორებით იმყოფებოდნენ და ნაპირზე დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.
სსმს-ის ინფორმაციით, მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.