ჩაქვში მაშველმა ორი არასრულწლოვანი ზღვიდან გამოიყვანა
ჩაქვში მაშველმა ორი არასრულწლოვანი ზღვიდან გამოიყვანა

​ჩაქვში საზღვაო-სამაშველო განყოფილების მაშველმა არჩილ ღომიძემ ორი არასრულწლოვანი, 16 და 17 წლის ბიჭები ზღვიდან გამოიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ​არასრულწლოვნები ზღვაში ნაპირიდან 150-მეტრის მოშორებით იმყოფებოდნენ და ნაპირზე დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.

სსმს-ის ინფორმაციით, მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.