ჩაკ შუმერი - ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დააყენა თავისი ქვეყანა, პარტია და ჩვენი მომავალი პირველ ადგილზე, ჯო, თქვენ ხართ ნამდვილი პატრიოტი და დიდი ამერიკელი
ჩაკ შუმერი - ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დააყენა თავისი ქვეყანა, პარტია და ჩვენი მომავალი პირველ ადგილზე, ჯო, თქვენ ხართ ნამდვილი პატრიოტი და დიდი ამერიკელი

ნამდვილი პატრიოტი და დიდი ამერიკელი, – ასე გამოეხმაურა სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერი ჩაკ შუმერი ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით.

„ჯო ბაიდენი არა მხოლოდ შესანიშნავი პრეზიდენტი და საკანონმდებლო ლიდერია, არამედ ის მართლაც საოცარი ადამიანია. მისი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო, მაგრამ მან კიდევ ერთხელ დააყენა თავისი ქვეყანა, პარტია და ჩვენი მომავალი პირველ ადგილზე. ჯო, დღევანდელი დღე გვაჩვენებს, რომ თქვენ ხართ ნამდვილი პატრიოტი და დიდი ამერიკელი“, – განაცხადა შუმერმა.

ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო ხელახლა არჩევა, მჯერა, ჩემი პარტიისა და ქვეყნის ინტერესებშია განზე გადგომა და მხოლოდ ჩემი ვადის დარჩენილ პერიოდზე ფოკუსირება“, – აღნიშნავს ჯო ბაიდენი.