ჩაკ შუმერი - ჯანდაცვის კრიზისზე პასუხისმგებლობა რესპუბლიკელებს ეკისრებათ
ჩაკ შუმერი - ჯანდაცვის კრიზისზე პასუხისმგებლობა რესპუბლიკელებს ეკისრებათ

აშშ-ის სენატში უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი აცხადებს, რომ ჯანდაცვის კრიზისზე პასუხისმგებლობა რესპუბლიკელებს ეკისრებათ.
შუმერის თქმით, ჯანდაცვის გადასახადების ზრდა რესპუბლიკელების ბრალია.

„ამერიკელმა ხალხმა ახლა გაიღვიძა ტრამპის ჯანდაცვის კრიზისში. ჯანდაცვა კვლავ ხალხის მთავარი საფიქრალია. ხალხი ახლა ნახავს, რომ მათი ჯანდაცვის გადასახადი ავარდება“, – თქვა შუმერმა.

სენატში უმცირესობის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატებმა მოითხოვეს რამე გზის პოვნა კრიზისიდან გამოსასვლელად, თუმცა რესპუბლიკელებს პატარა ნაბიჯიც კი არ გადაუდგამთ წინსვლისთვის.

„ამიტომ მხარს არ დავუჭერ რესპუბლიკელების კანონპროექტს, რომელიც დარბაზშია, რადგან ის სუბსტანციურს ვერაფერს გვთავაზობს ამერიკის ჯანდაცვის კრიზისის მოსაგვარებლად. არაფრის გაკეთება მიუღებელია, მაგრამ ეს არის არჩევანი, რომელიც რესპუბლიკელებმა გააკეთეს დონალდ ტრამპის მორჩილებით. რესპუბლიკელები ახლა პასუხისმგებელნი არიან  ჯანდაცვის კრიზისზე. მათ იცოდნენ, რომ ეს მოხდებოდა“, – აღნიშნა შუმერმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში მთავრობის დროებით დახურვა, ე.წ. შათდაუნი სწორედ ჯანდაცვის გამო მოხდა. დემოკრატები მოითხოვენ, რომ მილიონობით ამერიკელისთვის ჯანდაცვის შეღავათები გახანგრძლივდეს.