ჩაკ ნორისი ალექსანდრ ლუკაშენკოს მიმართავს - როცა ხახვს ვჭრი, ხახვი ტირის და თუ არ შეწყვეტ, შენთან მოვალ და აგატირებ [ვიდეო]
ამერიკელმა მსახიობმა ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს „ნულ პროცენტიანი საშა“ და „ბატონი ტარაკანი“ უწოდა.
„გამარჯობა, ჩაკ ნორისი მოგმართავთ. მინდა, რამდენიმე სიტყვა ვუთხრა საშას, რომლის მეტსახელებია „ნულ პროცენტიანი საშა და ბატონი ტარაკანი“. იცით, რომ როდესაც მე ხახვს ვჭრი, ჩემს ნაცვლად ხახვი ტირის. თუ არ შეწყვეტ იმის კეთებას, რასაც ახლა აკეთებ, შენს ერთ-ერთ რეზიდენციაში მოვალ და აგატირებ“, – ამბობს ჩაკ ნორისი ვიდეომიმართვაში.
ბელარუსში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა. საპროტესტო აქციები მოგვიანებით პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა, ათასობით ადამიანი კი დააკავეს.