ჩადში, რადიკალური ისლამის მიმდევართა დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ თავდასხმის შედეგად 92 ადამიანი დაიღუპა.
ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ინციდენტი ჩადის ტბის რეგიონში მდებარე კუნძულზე მოხდა და ის ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა.
„ფრანს პრესის“ ცნობით, ჯიჰადისტები კუნძულ ბომაზე მდებარე სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს. შეტაკებები შვიდი საათი გაგრძელდა. თავდამსხმელებმა ბაზიდან შეიარაღების გატაცება შეძლეს.
„ბოკო ჰარამი“ ნიგერიასა და მის მეზობელ ქვეყნებში მოქმედი დაჯგუფებაა, რომლის წევრებმაც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთგულების ფიცი დადეს. „ბოკო ჰარამი“ ნიგერიაში მთავრობის გადაყენებისთვის და ქვეყანაში შარიათის წესის გამოცხადებისთვის იბრძვის.