ცეზარ ჩოჩელი - ქართველი ერი არის 300 არაგველის, ცხრა ძმა ხერხეულიძის, კრწანისის გმირების
დღეს აქ ვდგავართ იქამდე, ვიდრე არ მოვიპოვებთ საბოლოო გამარჯვებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრმა ცეზარ ჩოჩელმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
„მოგესალმებით მამულიშვილნო. დღეს არის დღე, როცა იწყება ბრძოლა საქართველოსთვის და ეს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა. ან ჩვენ მივაღწევთ, რომ საქართველო წელგამართული, მხარგაშლილი დავუტოვოთ ჩვენს შვილებს ან ესენი მიაღწევენ იმას, რომ ბეჩავი საქართველო დაუტოვოს ჩვენს მომავალ თაობებს. მინდა ვუთხრა, რომ არ გამოვა, არ გამოუვათ, რადგან ქართველი ერი არის 300 არაგველის, ცხრა ძმა ხერხეულიძის, კრწანისის გმირების. ყველა ერთად მივაღწევთ იმას, რომ ესენი მოეგებიან გონს, დათმობენ მიტაცებულ ხმებს და გამარჯვებას, რომელიც ქართველ ხალხს წაართვეს. ეს არ არის უბრალოდ ხმების მოპარვა, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლის განადგურება. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც ქვეყნის წინსვლა არ უნდა. მათ უნდათ ბეჩავი, წელგატეხილი საქართველო, მათ არ უნდათ ეკონომიკის ფეხზე დაყენება. ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მეტი ქარხანა, ფაბრიკა, ტურისტული ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა იყოს განვითარებული. ჩვენს შორის სხვაობა ძალიან დიდია. გვინდა, ამაყი ქართველი ხალხი, მათ უნდათ ბეჩავი ხალხი, რომ ადვილად მოახდინონ ზეგავლენა არჩევნებზე. მათ ავიწყდებათ, რომ ჩვენ გვაქვს მოთმინების ფიალა და ეს ფიალა დადგა დღეს. მინდა, თქვენთან ერთად ვუთხრა ქართველ ხალხს, დღეს აქ ვდგავართ იქამდე, ვიდრე არ მოვიპოვებთ საბოლოო გამარჯვებას“, – განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.