დარწმუნებული ვარ, რომ 60-დან არც ერთი არ შევა პარლამენტში, თითოეულს ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცი მათი ცხოვრებისეული ღირებულებები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრმა, ცეზარ ჩოჩელმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
„არ მგონია, ვინმე გაიყიდოს 20 ვერცხლად, ქვეყნის ინტერესი დააყენოს თუნდაც პირადი კეთილდღეობის ან რაიმე ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ“, – აღნიშნა ჩოჩელმა.
მისივე აზრით, თუ ასეთი რამ მოხდა, იქნება პოლიტიკური ხარაკირი, რომელსაც ისინი გაუკეთებენ საკუთარ თავს, იმ პარტიებს, იმ საზოგადოებას, რომელსაც თავად წარმოადგენენ.
„მე არ ვისურვებდი მათი მდგომარეობის გაზიარებას“, – განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.