ცეზარ ჩოჩელი - არ მგონია, ვინმე გაიყიდოს 20 ვერცხლად
ცეზარ ჩოჩელი - არ მგონია, ვინმე გაიყიდოს 20 ვერცხლად

დარწმუნებული ვარ, რომ 60-დან არც ერთი არ შევა პარლამენტში, თითოეულს ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცი მათი ცხოვრებისეული ღირებულებები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრმა, ცეზარ ჩოჩელმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

„არ მგონია, ვინმე გაიყიდოს 20 ვერცხლად, ქვეყნის ინტერესი დააყენოს თუნდაც პირადი კეთილდღეობის ან რაიმე ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ“, – აღნიშნა ჩოჩელმა.

მისივე აზრით, თუ ასეთი რამ მოხდა,  იქნება პოლიტიკური ხარაკირი, რომელსაც ისინი გაუკეთებენ საკუთარ თავს, იმ პარტიებს, იმ საზოგადოებას, რომელსაც თავად წარმოადგენენ.

„მე არ ვისურვებდი მათი მდგომარეობის გაზიარებას“, – განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.