საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ამ ეტაპზე, საარჩევნო სუბიექტების მიერ პრეზიდენტობის ექვსი კანდიდატია წარდგენილი.
შესაბამისი სია ცესკო-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის კანდიდატია შალვა ნათელაშვილი; „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – ლევან ჩხეიძე; „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – ვახტანგ გაბუნია; „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო“ – ზვიად ბაღდავაძე; პარტია „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი; „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ – მიხეილ გელა სალუაშვილი.
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს ჩატარდება.