ცესკო-ში ამ დროისთვის პრეზიდენტობის ექვსი კანდიდატია წარდგენილი
ცესკო-ში ამ დროისთვის პრეზიდენტობის ექვსი კანდიდატია წარდგენილი

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ამ ეტაპზე, საარჩევნო სუბიექტების მიერ პრეზიდენტობის ექვსი კანდიდატია წარდგენილი.

შესაბამისი სია ცესკო-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის კანდიდატია შალვა ნათელაშვილი; „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“  – ლევან ჩხეიძე; „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – ვახტანგ გაბუნია; „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო“ – ზვიად ბაღდავაძე; პარტია „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი; „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ – მიხეილ გელა სალუაშვილი.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს ჩატარდება.