ცესკო სადემონსტრაციო ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც აჩვენებს, რომ ჩარჩოფორმის გამოყენების და ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში ხმის ფარულობა გარანტირებულია

ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმის მიცემის პროცედურის ფარულობის სადემონსტრაციოდ ვიდეოს აქვეყნებს.

ცესკო-ს განმარტებით, როგორც სადემონსტრაციო ვიდეოში, ისე არჩევნებზე, გამოყენებული იყო ისეთი პროპორციის ბიულეტენი და ჩარჩოკონვერტი, რომ ფარულობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი.

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციამ მოამზადა სადემონსტრაციო ვიდეო, რომელიც აჩვენებს, რომ ჩარჩო ფორმის გამოყენების და ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში ხმის ფარულობა არის გარანტირებული.

ამ ვიდეოში გამოყენებულია სასწავლო ბიულეტენი და ჩარჩოფორმა, რომელიც გამოიყენებოდა ინფორმირების კამპანიის ფარგლებში. როგორც ამ შემთხვევაში, ისე არჩევნებზე გამოყენებული იყო ისეთი პროპორციის ბიულეტენი და ჩარჩოკონვერტი, რომ ფარულობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი“, – აცხადებენ ცესკო-ში.