ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში მმართველი პარტიის კანდიდატი გიორგი შენგელია ლიდერობს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში მმართველი პარტიის კანდიდატი გიორგი შენგელია ლიდერობს.
ამ დროისთვის 107-დან 74 უბნის მონაცემებია დათვლილი. აღნიშნული მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ გიორგი შენგელიას ხმათა 54,45 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ სანდრა რულოვსს 42.45 პროცენტი.
ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობამ 46.88 პროცენტი შეადგინა.