ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში მმართველი პარტიის კანდიდატი გიორგი შენგელია ლიდერობს

01:32, 20.05.2019

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში მმართველი პარტიის კანდიდატი გიორგი შენგელია ლიდერობს.

ამ დროისთვის 107-დან 74 უბნის მონაცემებია დათვლილი. აღნიშნული მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ გიორგი შენგელიას ხმათა 54,45 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ სანდრა რულოვსს 42.45 პროცენტი.

ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობამ 46.88 პროცენტი შეადგინა.

მსგავსი