ცესკო-ს თავმჯდომარის მორიგ ბრიფინგზე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა [ვიდეო]
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მორიგ ბრიფინგზე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა.
ირაკლი ჭყოიძემ, რომელიც ნინო ბურჯანაძის პარტიის შტაბის წარმომადგენელია, თამარ ჟვანიას მიმართა: „ეს არის გაყალბებული მონაცემები, ნუ ცდილობთ მათ გავრცელებას“.
ირაკლი ჭყოიძე ბრიფინგის ოთახიდან დაცვამ გაიყვანა.
ამასთან, რამდენიმე საათის წინ ცესკო-ში არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების დროს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მონაწილეობით ინციდენტი მოხდა.