ცესკო-ს თავმჯდომარის მორიგ ბრიფინგზე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა [ვიდეო]

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მორიგ ბრიფინგზე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა.

ირაკლი ჭყოიძემ, რომელიც ნინო ბურჯანაძის პარტიის შტაბის წარმომადგენელია, თამარ ჟვანიას მიმართა: „ეს არის გაყალბებული მონაცემები, ნუ ცდილობთ მათ გავრცელებას“.

ირაკლი ჭყოიძე ბრიფინგის ოთახიდან დაცვამ გაიყვანა.

ამასთან, რამდენიმე საათის წინ ცესკო-ში არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების დროს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მონაწილეობით ინციდენტი მოხდა.