ცესკო-ს შენობასთან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეები კი, ცესკო-ს შესასვლელთან განლაგებულ სამართალდამცველებს ქვებს ესვრიან.
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა ჯებირისა და პოლიციის კორდონი გარღვევა დაიწყეს.
ცესკო-ს შენობასთან პარლამენტის წინ მყოფი აქციის მონაწილეები მივიდნენ, რომლებიც 15:00 საათიდან აქციას საკანონმდებლო ორგანოსთან მართავდნენ.