ცესკო-ს შენობასთან სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს, აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ქვებს ესვრიან [ვიდეო]

ცესკო-ს შენობასთან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეები კი, ცესკო-ს შესასვლელთან განლაგებულ სამართალდამცველებს ქვებს ესვრიან.

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა ჯებირისა და პოლიციის კორდონი გარღვევა დაიწყეს.

ცესკო-ს შენობასთან პარლამენტის წინ მყოფი აქციის მონაწილეები მივიდნენ, რომლებიც 15:00 საათიდან აქციას საკანონმდებლო ორგანოსთან მართავდნენ.