ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, მთაწმინდაზე მეორე ტური ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის გაიმართება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი წინასწარი მონაცემებით, მთაწმინდის #1 საარჩევნო ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი. მეორე ტური სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატ ვლადიმერ კახაძესა და „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის გაიმართება.
ამ დროისთვის დათვლილია 31-დან 27 უბანი. აღნიშნული უბნების მონაცემებით, მმართველი გუნდის კანდიდატმა, ვლადიმერ კახაძემ ხმათა 41.28 პროცენტი მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ 36.72 პროცენტი.
რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მათ შორის ხმები ასე გადანაწილდა:
გერმანე საბო – 4.78%;
ლევან იოსელიანი – 6.43%;
კობა დავითაშვილი – 2.87%;
სოფიო ხორგუანი – 2.58%;
გრიგოლ გეგელია – 3.11%.