ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, მთაწმინდაზე მეორე ტური ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის გაიმართება
ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, მთაწმინდაზე მეორე ტური ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი წინასწარი მონაცემებით, მთაწმინდის #1 საარჩევნო ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი. მეორე ტური სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატ ვლადიმერ კახაძესა და „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის გაიმართება.

ამ დროისთვის დათვლილია 31-დან 27 უბანი. აღნიშნული უბნების მონაცემებით, მმართველი გუნდის კანდიდატმა, ვლადიმერ კახაძემ ხმათა 41.28 პროცენტი მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ 36.72 პროცენტი. ​

რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მათ შორის ხმები ასე გადანაწილდა:

გერმანე საბო – 4.78%;
ლევან იოსელიანი – 6.43%;
კობა დავითაშვილი – 2.87%;
სოფიო ხორგუანი – 2.58%;
გრიგოლ გეგელია – 3.11%.