ცესკო-ს 10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ხელვაჩაურში დაფიქსირდა
ცესკო-ს 10:00 საათის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ხელვაჩაურში, 8.9% დაფიქსირდა, რაც ნიშნავს, რომ საკუთარი არჩევანი გააკეთა 4005-მა ამომრჩეველმა. მაღალი აქტივობა, 8,9 პროცენტი ფიქსირდება ასევე მცხეთაში, კერძოდ, 3 977 ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.
ამასთან, ყველაზე დაბალი აქტივობა 3.6 პროცენტი წალკაშია, რაც ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მეორე ტურზე 782 ამომრჩეველი მივიდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით 7. 26 პროცენტი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ საკუთარი ნება უკვე 255 251-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, საქართველოს მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში გახსნილია 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი.