ცენტრალური მილის დაზიანების გამო, ბათუმის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება ხვალ დილამდე შეუწყდა
ბათუმში წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა. შემთხვევა ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე მოხდა.
წყლის ნაკადმა დააზიანა ქუჩაზე მდგარი რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა. ამასთან, ჩაიმსხვრა მაღაზიების ვიტრინები.
ბათუმის ცენტრალური ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება ხვალ დილამდე შეუწყდა.
ადგილზე იმყოფებიან „ბათუმის წყლის“, ასევე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.