ცენტრალური მილის დაზიანების გამო, ბათუმის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება ხვალ დილამდე შეუწყდა

15:24, 19.02.2021

ბათუმში წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა. შემთხვევა ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე მოხდა.

წყლის ნაკადმა დააზიანა ქუჩაზე მდგარი რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა. ამასთან, ჩაიმსხვრა მაღაზიების ვიტრინები.​

ბათუმის ცენტრალური ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება ხვალ დილამდე შეუწყდა.

ადგილზე იმყოფებიან „ბათუმის წყლის“, ასევე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

მსგავსი