"ცენტრ-პოინტის"დაზარალებულმა მენაშეენეებმა საპროტესტო აქცია გამართეს
სამშენებლო კომპანია “ცენტრ-პოინტის” დაზარალებულმა მენაშეენეებმა, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მიზეზი კვლავ შეჩერებული მშენებლობებია. მენაშენეების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვეა მშენებლობის გაგრძელებას და სავარაუდო შუამავალ სამშენებლო კომპანიასთან კონტრაქტების გაფორმებას ელოდებიან.
მენაშენეების ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანიის იურისტები, მაია და გურამ რჩეულიშვილების ადვოკატები ბოლო რამდენიმე თვეა საუბრობენ, თუმცა ამ დრომდე რეალური შეთავაზება არ ყოფილა. სწორედ მშენებლობების გაგრძელება უნდა გახდეს “ცენტრ-პოინტის” დამფუძნებლებისთვის საპროცესო შეთანხმების მთავარი საფუძველი.