„ცენტრ პოინტის“ დაზარალებულები თბილისის პროკურორის მოადგილეს ხვდებიან
„ცენტრ პოინტის“ დაზარალებულები თბილისის პროკურორის მოადგილეს ხვდებიან

„ცენტრ პოინტის“ დაზარალებულები თბილისის პროკურორის მოადგილეს, მერაბ ჯერანაშვილს ხვდებიან. დაზარალებულ მენაშენეთა ნაწილის განცხადებით, “ცენტრ პოინტის” დაზარალებულები ისაუბრებენ იმ მემორანდუმზე, რომელიც კომპანია „ცენტრ პოინტსა“ და m2 შორის გაფორმდა.

დაზარალებულ მენაშენეთა ნაწილი ამბობს, რომ ვიდრე დეტალურად არ გაერკვევიან თუ რას ითვალისწინებს ხელშეკრულება, მანამდე შეფასებების გაკეთებისგან თავს შეიკავებენ. ნაწილს არ სურს, მემორანდუმს ხელი მოაწერონ, რადგან მათი განცხადებით, საქმე სრულყოფილად უნდა გამოიძიონ.

„ცენტრ პოინტის“ დაზარალებულები წინააღმდეგი არიან მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმოს, რის შესახებაც ვარაუდი მას შემდეგ გამოითქვა, რაც ორ კომპანიას შორის შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა.