ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 27-31 იანვარს თბილისსა და სენაკში სამი პირი დააკავეს: 1994 წელს დაბადებული ბ.გ., 1981 წელს დაბადებული კ.ხ. და 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.ი, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
„ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის დაკავებულია – ორი პირი, ხოლო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის -1 პირი. სულ ამოღებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი – ე.წ. „აბრეზი“, მაკაროვის სისტემის ორი პისტოლეტი, „GRAND POWER K105“-ის ტიპის ავტომატური პისტოლეტი, „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი და 98 საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით“ – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.