„ცარიელი სახლი“ Berlinale-ზე 10 რჩეულ პროექტს შორის მოხვდა.
პროექტის ხელმძღვანელის, რატი წითელაძის ინფორმაციით, ფილმი მსოფლიოს 133 ქვეყნის 3,100 აპლიკანტს შორის შეირჩა. პროექტი Berlinale Co-Production Market-ზე მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს წინაშე წარდგება და გამარჯვებული კონკურსის წესით გამოვლინდება. გამარჯვებულს პროექტის განვითარებისთვის ფულადი ჯილდო, 10 000 ევრო გადაეცემა.
“ცარიელი სახლი” ასევე წარდგენილი იყო Cannes-ზე, მოპოვებული აქვს პრესტიჟული Eurimages მთავარი ჯილდო TIFF-ზე და Locarno Festival-ზე სპეციალური აღნიშვნის პრიზი. რატიმ წითელაძე კი შერჩეული იქნა Festival de Cannes Cinéfondation-ის მიერ 6 საუკეთესო რეჟისორს შორის.