„ცარიელი სახლის” პრეზენტაციამ ბერლინალეზე წარმატებით ჩაირა

22:30, 20.02.2018

„ცარიელი სახლის” პრეზენტაციამ ბერლინალეზე წარმატებით ჩაირა. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, “ცარიელი სახლი” ბერლინალეზე 10 რჩეულ პროექტს შორის მოხვდა.

პროექტი Berlinale Co-Production Market-ზე მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი კინოინდუსტრიის წარმომადგენლების წინაშე ნინო ვარსიმაშვილმა და რატი წითელაძემ წარადგინეს.

რატი წითელაძე Berlinale – Berlin International Film Festival Talent Project Market-ზე 10 რჩეულ პროდიუსერს შორის შეირჩა.

„ცარიელი სახლი” ასევე შერჩეული იყო Cannes-ზე, მოპოვებული აქვს პრესტიჟული Eurimages ჯილდო და Locarno Festival-ზე სპეციალური აღნიშვნის პრიზი. რატი წითელაძე კი Festival de Cannes Cinéfondation-მა ექვს საუკეთესო რეჟისორს შორის შეარჩია.

მსგავსი