ცაგერის მუნიციპალიტეტში მედპერსონალისთვის ჩატარებული 25 ტესტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ცაგერის მუნიციპალიტეტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მედპერსონალსა და სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლებს კორონავირუსზე „პისიარ“ კვლევები ჩაუტარდათ. ჯამში 25 ანალიზი იქნა აღებული და „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.
კვლევა გეგმურია და ის მედიკოსებსა და პაციენტებთან უშუალო შემხებლობაში მყოფ პირებს უტარდებათ.