ცაგერის მუნიციპალიტეტში გამოკვლეული 189 პირიდან კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაავადებათა კონტროლის რეგიონული სამსახურის უფროსმა, ზურაბ ნემსიწვერიძემ განაცხადა.
ნემსიწვერიძის ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა ქუთაისის ქორწილის კლასტერს უკავშირდება. ნემსიწვერიძის ინფორმაციით, ქალბატონი, ვისაც ახალი კორონავირუსი დაუდგინეს თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.