ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება
ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება. მოსამართლე დავით მგელიაშვილი გადაწყვეტილებას 14:00 საათზე გამოაცხადებს.
შსს-ს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსნის საქმე, რომლებსაც უფლებამოსილების გადამეტება ედებათ ბრალად, ხუთ წელზე მეტია საქალაქო სასამართლოში განიხილება.
ბრალდებულები არიან დავით იაშვილი, გურამ დონაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და ზაზა ბაქრაძე. მათგან ბრალს მხოლოდ ზაზა ბაქრაძე აღიარებს, რომელსაც პროკურატურამ საპროცესო შეთანხმების პირობები წარუდგინა – სამი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც პირობით მსჯავრად უნდა გარდაიქმნას. თუმცა ამისთვის სასამართლოს თანხმობა არის საჭირო, რაზეც მოსამართლე გადაწყვეტილებას განაჩენთან ერთად იტყვის.