ბურიატეთის რესპუბლიკაში სამგზავრო თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ბურიატეთის რესპუბლიკაში სამგზავრო თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. ამის შესახებ რუსული მედია რესპუბლიკის ხელმძღვანელის პრესსპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ცნობილია, სამგზავრო თვითმფრინავი ან-24 ნიჟნეანგარსკის აეროპორტში ავარიულად დაჯდა, რა დროსაც საფრენი აპარატის ორივე პილოტი დაიღუპა, 22 პირი კი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ინციდენტის დროს თვითმფრინავში სულ 43 ადმიანი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი ბავშვი.
რუსული მედიის ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავი ნიჟნეანგრასკიდან დედაქალაქ ულან-უდეში უნდა გაფრენილიყო, თუმცა აეროპორტის დატოვებიდან რამდენიმე წამში ერთ-ერთი ძრავა მწყობრიდან გამოვიდა, რის შემდეგაც პილოტებმა აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.