ბუნდესტაგმა უკრაინისთვის „ტაურუსის“ ფრთოსანი რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით რეზოლუცია არ დაამტკიცა
ბუნდესტაგმა უკრაინისთვის „ტაურუსის“ ფრთოსანი რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით რეზოლუცია არ დაამტკიცა

გერმანიის ბუნდესტაგმა არ დაამტკიცა ოპოზიციური ბლოკის მიერ ინიცირებული რეზოლუცია უკრაინისთვის „ტაურუსის“ ფრთოსანი რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით.

რეზოლუციის წინააღმდეგ 495-მა წევრმა მისცა ხმა, 190 კი მომხრე იყო.

რეზოლუცია მოუწოდებდა გერმანიის მთავრობას, დაეკმაყოფილებინა უკრაინის მოთხოვნა „ტაურუსის“ ფრთოსანი რაკეტების მაქსიმალური მოცულობით და დაუყოვნებლივ მიწოდებაზე.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა, რომ გერმანული ფრთოსანი რაკეტის, „ტაურუსის“ უკრაინისთვის გადაცემა გერმანელი ჯარისკაცების გარეშე ვერ მოხდება, მათი უკრაინაში გაგზავნა კი გერმანიის მთავრობისთვის მიუღებელია.