ბულგარეთში, პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა
ბულგარეთში, პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბულგარული მედია ქვეყნის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილას ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიცირება ხდება. ისინი აფეთქების დროს საწყობში იმყოფებოდნენ.
პროკურატურის ცნობით, მსხვერპლთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან ტერიტორიის დათვალიერება ამ დრომდე გრძელდება.
შეგახსენებთ, შემთხვევა ბულგარეთის დედაქალაქის მახლობლად მდებარე დასახლება ელინ პელინში 25 ივლისს მოხდა. აფეთქებები პიროტექნიკის ქარხანაში ხანძარმა გამოიწვია.