ბულგარეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა აღრიცხეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 243 ადამიანი დაიღუპა. გამოვლინდა 5863 ახალი ინფიცირებული.
ამჟამად ბულგარეთში საავადმყოფოებში მოთავსებულია 7 100 კოვიდპაციენტი, მათგან 608 რეანიმაციულ განყოფილებაშია. ჰოსპიტალიზებული კოვიდინფიცირებულების 90% აუცრელია.
სულ პანდემიას ბულგარეთში 23 316 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„კოვიდ-19“-ის ახალი ტალღის გავრცელების გამო ბულგარეთმა სავალდებულო კოვიდპასპორტები შემოიღო, რომელთა გარეშეც დახურულ დაწესებულებათა უმრავლესობაში მოხვედრა შეუძლებელია. შეზღუდვებმა ქვეყანაში საპროტესტო აქციები გამოიწვია.