ბულგარეთში გენერალური პროკურორის მკვლელობის მცდელობა ჰქონდათ. სოფელ კოვაჩევოს მახლობლად მიმავალ გზაზე ივან გეშევის კორტეჟს ასაფეთქებელი მოწყობილობა უცნობმა პირებმა დაუდეს. ბომბი ავტოკოლონის წინ აფეთქდა, თუმცა შედეგად არავინ დაშავებულა.
აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, მაგრამ ჯერჯერობით მკვლელობის მცდელობის მოტივებზე ოფიციალური პირები არ საუბრობენ.
საგამოძიებო ჯგუფები ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე აგრძელებენ მუშაობას.