ბულგარეთში ფერმერები სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ
ბულგარეთში ფერმერები სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ

ბულგარეთში ფერმერები სოფლის მეურნეობის მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ. მათ მინისტრის, კირილ ვატევის წინააღმდეგ აქცია დედაქალაქის ცენტრში გამართეს.

აქციაში მონაწილეობენ 26 სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, ცოტა ხნის წინ მთავრობასთან ხელმოწერილი შეთანხმება პრობლემებს ვერ აგვარებს.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის შტაბბინასთან მდებარე მოედანი გადაკეტეს. ისინი ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა სტრატეგიული გეგმის გადახედვა და სუბსიდიების ლიმიტების გაზრდაა. აქციის მონაწილეების თქმით, ეს საკითხები წინა მოლაპარაკებების დროს იგნორირებული იყო.