ბულგარეთმა ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
ბულგარეთმა ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ბულგარეთმა ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ბულგარეთში რუსეთის ელჩს შესაბამისი ნოტა უკვე გადაეცა.

ბულგარეთში რუსეთის საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიპლომატების მიუღებელ საქმიანობასთან დაკავშირებით არავითარი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი და მოსკოვი საპასუხო ზომების მიღების უფლებას იტოვებს.

ჯერჯერობით უცნობია დრო, თუ როდის უნდა დატოვონ ბულგარეთი რუსმა დიპლომატებმა. 24 იანვარს ბულგარეთის პროკურატურამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, ჯაშუშობის ბრალდებით ორი რუსი დიპლომატის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ.

ბულგარეთის პროკურატურაში აცხადებენ, რომ რუსი დიპლომატების უკანონო ქმედებების სფეროები არჩევნები და ენერგეტიკული სექტორი იყო.