ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი - შავი ზღვის დაცვა ნატო-ს სტრატეგიული პრიორიტეტია
ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი - შავი ზღვის დაცვა ნატო-ს სტრატეგიული პრიორიტეტია

შავი ზღვის დაცვა ნატო-ს სტრატეგიული პრიორიტეტია, – ამის შესახებ ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა, ტოდორ ტაგარევმა განაცხადა.

ბულგარეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ბოლო 78 წლის განმავლობაში შავი ზღვის აუზი ევროპაში პირველი ფართომასშტაბიანი ომის მომსწრე გახდა და ბოლო დროს შავ ზღვაში ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ პროვოკაციების რაოდენობამ იმატა.

„ვითარების ცვლილებასთან დაკავშირებით, ნატო-მ შავი ზღვის დაცვა სტრატეგიულ კონცეფციაში პრიორიტეტად დაასახელა. შავი ზღვა რეგიონში ალიანსის წევრი ყველა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ასევე ეკონომიკისთვის, ტრანსპორტისთვის და ეკოლოგიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელოვნად აძლიერებს ბულგარეთის საზღვაო ძალების როლს, პასუხისმგებლობას და მოითხოვს სერიოზულ ინვესტიციებს მათი დაჩქარებული მოდერნიზაციის, ალიანსის სხვა წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან მჭიდრო ინტეგრაციისა და ურთიერთქმედების მიზნით“, – განაცხადა ტოდორ ტაგარევმა.