ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, არჩევნებში ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტია ლიდერობს
ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, არჩევნებში ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტია ლიდერობს

ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, არჩევნებში ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტია ლიდერობს. ამ ეტაპზე ბულგარეთში ხმების 82,42 პროცენტია დათვლილი.

წინასწარი შედეგების თანახმად, მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიას, „გერბს“ ხმების 26.08 პროცენტი აქვს, რეფორმისტულ კოალიციას, „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებას“ 14.76 პროცენტი და ულტრანაციონალისტურ პარტიას, „აღორძინებას“ დაახლოებით 13.8 პროცენტი.

სავარაუდოდ, ბორისოვის პარტია 240-ადგილიან პარლამენტში – 74 მანდატს მიიღებს, „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებას“ – 42 მანდატს, ხოლო „აღორძინება“ – 36 მანდატს.

ბულგარეთში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მეშვიდე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც პოლიტიკური პარტიები სამთავრობო კოალიციის ფორმირებაზე ვერ შეთანხმდნენ.