ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვულოცავ ილია დარჩიაშვილს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ეს არის საქართველოს პროგრესის აღიარება
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი მარია გაბრიელი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ეს არის საქართველოს პროგრესის აღიარება.
აღნიშნულის შესახებ მარია გაბრიელი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ვულოცავ საქართველოს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის საქართველოს პროგრესის აღიარება და უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯი“, – წერს მარია გაბრიელი.
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა.