ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვულოცავ ილია დარჩიაშვილს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ეს არის საქართველოს პროგრესის აღიარება
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი მარია გაბრიელი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ეს არის საქართველოს პროგრესის აღიარება.
აღნიშნულის შესახებ მარია გაბრიელი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ვულოცავ საქართველოს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის საქართველოს პროგრესის აღიარება და უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯი“, – წერს მარია გაბრიელი.
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა.
Congratulations to Georgia 🇬🇪 & @iliadarch on the country being granted EU candidate status.
It is a recognition of Georgia’s progress and a historic step towards a stronger European family.
— Mariya Gabriel (@GabrielMariya) December 14, 2023